კვების დამტარებელი
- ანაზღაურება
- 937 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში არაუმეტეს 40 საათის
სრული აღწერა
"კავკასიის მედიცინის ცენტრი" წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით, რომელიც აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.
გთავაზობთ დასაქმებას კვების დამტარებლის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში არაუმეტეს 40 საათის
ანაზღაურება - დარიცხული 937 ლარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სავალდებულო - საშუალო განათლება.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კვების ადმინისტრატორის მიერ მიწოდებული სიის მიხედვით განყოფილებების (პაციენტების) საკვებით დროული მომარაგება;
- ჰოსპიტლის ცენტრალური ფარმაციის მიერ მიწოდებული მედიკამენტების განყოფილებების მიხედვით მიწოდება;
- უშუალო უფროსის მიერ მითითებული სხვა დავალების შესრულება რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან და მომდინარეობს პოზიციის კონტექსტიდან.
ვეძებთ ადამიანს, ვისაც: აქვს საუკეთესო ჰოსპიტალში დასაქმების მოტივაცია.
ჩვენი მხრიდან გპირდებით:
- მხარდამჭერ, მეგობრულ გუნდს;
- ამბულატორიულ მომსახურებასა და კვლევებზე 50% ფასდაკლებას.
დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ საკონტაქტო ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
შპს "კავკასიის მედიცინის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კვების დამტარებელი, ქალაქში - თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

