კურიერი საკუთარი მიკროავტობუსით
გამოქვეყნდა 12 ოქტბოლო ვადა: 12 ნოე
- ანაზღაურება
- 100+ ₾ / დღე
- მისამართი
- ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. 64
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე
სრული აღწერა
ლოგისტიკური და საკურიერო კომპანია "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი მიკროავტობუსით (მარშრუტკა)
აუცილებელია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი მიკროავტობუსი!
ძირითადი მოვალეობა: გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.
პირობები:
- სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე,
შაბათ-კვირა დასვენება;
- ანაზღაურება: დღეში 100 ლარი + საწვავი
- მისამართი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. 64
- სამუშაო არეალი: მარნეული, წალკა .
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:
- საკუთარი მიკროავტობუსი ტიპის ავტომობილი;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
- მართვის მოწმობა B კატეგორია;
- საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენი უპირატესობები:
- გამართული სამუშაო პროცესი;
- მეგობრული სამუშაო გარემო.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სიახლის ათვისების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
- პირველი ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება;
- მეორე ეტაპი - ადგილზე გასაუბრება
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტის მისამართზე: hr@easyway.ge, სათაურის ველში მიუთითეთ "კურიერი საკუთარი მიკროავტობუსით მარნეულში", დამატებითი კითხვების შემთხვევაში
დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 23 80 03.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
