კურიერი
- მისამართი
- თბილისი, ბელიაშვილის ქ. 9ა - მეტრო "დიდუბიდან" ფეხით დაახლოებით 5 წუთის სავალზე
სრული აღწერა
შემოუერთდი "My Office"-ის გუნდს და გახდი ჩვენი წარმატების ნაწილი!
"My Office" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე თბილისში.
თუ ხარ პასუხისმგებლიანი, მოწესრიგებული, კომუნიკაბელური და გიყვარს დინამიკური სამუშაო გარემო, გელოდებით ჩვენს გუნდში!
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. 9ა - მეტრო "დიდუბიდან" ფეხით დაახლოებით 5 წუთის სავალზე.
ჩვენ შესახებ
"My Office" პრინტერებისა და საოფისე ტექნიკის რეალიზაციის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. მომხმარებლებს ვთავაზობთ პროდუქციისა და მომსახურების სრულ სპექტრს და ვთანამშრომლობთ ქართულ ბაზარზე მოქმედ წამყვან ბიზნესებთან.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი მომსახურება, პასუხისმგებლობა და მეგობრული სამუშაო გარემო.
რას გააკეთებ ჩვენთან?
- საოფისე ტექნიკის, პრინტერებისა და სახარჯი მასალების მომხმარებლებისთვის მიწოდება;
- მიწოდების პროცესის ორგანიზებულად და დროულად შესრულება;
- მომხმარებლებთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია.
რას ველოდებით შენგან?
- B კატეგორიის მართვის მოწმობას და მართვის მინიმუმ 2-წლიან გამოცდილებას;
- თბილისის ქუჩებში თავისუფლად ორიენტირებისა და სანავიგაციო აპლიკაციების გამოყენების უნარს;
- კომპიუტერის საბაზისო ცოდნას;
- პასუხისმგებლობის გრძნობას, სიზუსტესა და საქმისადმი გულმოდგინე დამოკიდებულებას;
- პოზიტიურ განწყობასა და მომხმარებლებთან ურთიერთობის კარგ უნარებს.
რას გთავაზობთ?
- სტაბილურ ანაზღაურებას - ხელფასი გაიცემა თვეში ორჯერ;
- ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობას - დატვირთვისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის გათვალისწინებით;
- კომპანიის სრულად დაზღვეულ ავტომობილს - სამუშაო მოვალეობების შესასრულებლად;
- კომპანიის მობილურ ტელეფონს შეუზღუდავი სასაუბრო დროით;
- მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა ფასდება;
- კომფორტულ სამუშაო გრაფიკს - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 საათამდე.
როგორ შემოუერთდე ჩვენს გუნდს?
თუ ეს შესაძლებლობა თქვენთვის საინტერესოა და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება კურიერი.
myofficerecruiter@gmail.com
"My Office" გელოდება - გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
