კურიერი
- ანაზღაურება
- 1 200+ ₾
- ქალაქი
- ფოთი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე ფოთში.
თუ ხარ პასუხისმგებლიანი, მოწესრიგებული, კომუნიკაბელური და გიყვარს დინამიკურ გარემოში მუშაობა - შემოგვიერთდი DHL-ის გუნდში!
რას გთავაზობთ?
- ფიქსირებული ხელფასი - 1, 200 ლარი + გამომუშავებაზე დამოკიდებული ბონუსი;
- სამსახურებრივი ავტომობილით უზრუნველყოფა;
- კომპანიის ავტომობილი დაზღვეულია;
- ულიმიტო სასაუბრო პაკეტი სამუშაო მობილურ ნომერზე;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
- ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:30;
- შაბათი: 10:00-14:00 (მცოცავი);
- სამუშაო ადგილი: ფოთი.
ძირითადი მოვალეობები:
- საკურიერო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;
- ჩამოსული ამანათების დახარისხება;
- მიწოდების მარშრუტის დაგეგმვა;
- ამანათების და დოკუმენტების უსაფრთხოდ მიწოდება;
- ზუსტი ჩანაწერების წარმოება, გზავნილის სტატუსის განახლება;
- კლიენტების კონსულტაცია და დახმარების გაწევა;
- გასაგზავნი დოკუმენტაციისა და ამანათის წამოღება მისამართიდან;
- კომპანიის სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კოლეჯი ან უმაღლესი განათლება;
- სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება;
- მართვის მოწმობა - B კატეგორია, მექანიკური მართვის. (დამატებითი კატეგორიების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
- სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა;
- სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა;
- დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მომხმარებელზე და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- სწრაფად სწავლისა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დინამიკურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 29 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.


