კურიერი
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- მისამართი
- თბილისი, Tbilisi
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00 - 18:30
- მთავარი მოთხოვნა
- B კატეგორიის მართვის მოწმობა
სრული აღწერა
სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.
კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
www.bms.ge
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ავჭალა, გრიგოლ ხანცთელის N2.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე. ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:30სთ. დასვენება კვირაში 2 დღე.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- შეკვეთების მიხედვით მომხმარებლების პროდუქციით მომარაგება;
- სალარო აპარატთან მუშაობა;
- საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება/შევსება;
მოთხოვნები:
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
თანამშრომლის ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კომპანიის პროდუქციაზე სპეციალური შიდა ფასდაკლება;
- თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგის სივრცე;
- პროფესიული განვითარების და ტრენინგებში მონაწილეობის შესაძლებლობა;
- შიდა სწავლებისა და განვითარების პროგრამები;
- კარიერული ზრდისა და დაწინაურების შესაძლებლობა;
თანამშრომელთა წახალისებისა და ბონუსის პროგრამები.
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV)
Tel: 595089796
გისურვებთ წარმატებებს!
„წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის , გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
