კურიერი
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- მისამართი
- თბილისი, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩა 17, მოპირდაპირე მხარე
სრული აღწერა
"გიანთი ლოჯისტიკსი" სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიაა, რომელიც 2005 წელს დაარსდა.
კომპანია ბაზარზე სრული საექსპედიტორო-ლოჯისტიკური სერვისითაა წარმოდგენილი.
ჩვენი მიმართულებებია გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საქართველომდე და პირიქით.
კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს ჯანსაღ, მოწესრიგებულ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს, მოქნილ პირობებს, ზრდისა და განვითარების პერსპექტივას, მუდმივ მხარდაჭერას.
უფრო ვრცლად ჩვენი კომპანიის შესახებ იხილეთ:
"გიანთი ლოჯისტიკსის" მზარდი გუნდი ეძებს თანამშრომელს შემდეგ პოზიციაზე: კურიერი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩა 17, მოპირდაპირე მხარე;
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: 1 500 ლარი.
დამატებითი პირობა: ავტომობილსა და საწვავს კომპანია უზრუნველყოფს.
სამუშაო აღწერილობა:
- ოფისის ადმინისტრატორთან შეთანხმებით გზავნილების ორგანიზებულად და ეფექტურად განაწილება;
- სამუშაო დღისა და მარშრუტის მაქსიმალურად ეფექტურად დაგეგმვა;
- გზავნილების დროული და უსაფრთხო მიწოდება;
- საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
- კომპანიის ავტომობილის მოვლა და სისუფთავის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა;
- ავტომობილის უსაფრთხოდ მართვის უნარი;
- დროისა და მარშრუტის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა;
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@giantilogistics.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
