კურიერების მართვის კოორდინატორი
გამოქვეყნდა 23 ოქტბოლო ვადა: 23 ნოე
- ანაზღაურება
- 5 ₾ / სთ
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
"ოიში სუში" აცხადებს ვაკანსიას კურიერების მართვის კოორდინატორის (Team Lead) პოზიციაზე!
ჩვენ ვართ სწრაფად მზარდი იაპონური რესტორნების ქსელი და ვეძებთ 3 ახალ წევრს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი მიწოდების სერვისის სრულყოფილ მუშაობას. თუ გაქვს ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და გსურს მართო დინამიკური პროცესები შემოგვიერთდი!
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი / ცვლებში მუშაობა
ანაზღაურება: საათში 7, 5Gel
ძირითადი მოვალეობები:
- კურიერების მართვა: ახალი კურიერების მოძიება, შერჩევა და სამუშაო პირობების გაცნობა;
- დისპეტჩინგი: საიტიდან შემოსული შეკვეთების რეალურ დროში გადანაწილება ოპერატორებზე;
- მონიტორინგი: კურიერების "ლაივ" ლოკაციისა და გადაადგილების კონტროლი;
- სერვისის ხარისხი: იმის კონტროლი, თუ რა დროში გააქვს კურიერს შეკვეთა ფილიალიდან და რა დროში აბარებს მომხმარებელს (Service Time);
- კომუნიკაცია: მომხმარებლებთან კავშირი დაგვიანებულ ან ადრე მისულ შეკვეთებზე; უკუკავშირის მიღება;
- და ანაზღაურების კონტროლი: მომხმარებლების მიერ გადმორიცხული თანხების გადამოწმება (სქრინების კონტროლი) და კურიერების ყოველკვირეული გამომუშავების დაანგარიშება;
- ადმინისტრირება: კურიერების გრაფიკების მართვა და პროცესის აღრიცხვა Google Drive-ში.
ვის ვეძებთ:
- გაქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ლოჯისტიკის/მიწოდების სფეროში;
- შეგიძლია მაღალი ტრაფიკის (დიდი რაოდენობის შეკვეთების) პირობებში მუშაობა;
- გაქვს მცირე გუნდის მართვის გამოცდილება და ლიდერული უნარები;
- თავისუფლად ფლობ Google Drive/Sheets-ს;
- ხარ პასუხისმგებლიანი, ენერგიული და დეტალებზე ორიენტირებული.
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველება და წერა;
- ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად
რას გთავაზობთ ჩვენ:
- მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო;
- ღამის ცვლის შემდეგ უზრუნველყოფილია ტაქსით ტრანსპორტირება;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს ცვლების მიხედვით;
- სრულ მხარდაჭერასა და ტრენინგს სამუშაო პროცესში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: oishiops@gmail.com; სათაურის ველში მიუთითეთ: Courier Team Lead"
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
