კურიერ-ტექნიკოსი
გამოქვეყნდა 9 ოქტბოლო ვადა: 9 ნოე
- ანაზღაურება
- ≤ 1 700 ₾ / თვე
- ქალაქი
- ბათუმი
სრული აღწერა
გაქვს საკუთარი მოპედი ან სკუტერი? გამოიმუშავე თვეში 1700 ლარამდე!!
საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია "ჯორჯიან ქარდი" ბათუმში ეძებს კურიერ-ტექნიკოსს.
თუ გიყვარს მოძრავი სამუშაო, გაქვს საკუთარი მოპედი ან სკუტერი და გსურს სტაბილური შემოსავალი, ეს პოზიცია შენთვისაა.
რას გთავაზობთ?
- შემოსავალს თვეში 1700 ლარამდე — ანაზღაურება დამოკიდებულია შესრულებული დავალებების რაოდენობაზე;
- 3-4-დღიან ტრენინგს — ტექნიკური გამოცდილება აუცილებელი არ არის; სამუშაოს დაწყებამდე ადგილზე შეისწავლი ყველა საჭირო ტექნიკურ საკითხს.
რას გააკეთებ?
- POS ტერმინალების სავაჭრო ობიექტებზე მიტანასა და განთავსებას;
- ობიექტის წარმომადგენლებისთვის ტერმინალის ძირითადი ფუნქციების გაცნობას;
- POS ტერმინალის აქსესუარების მიტანას;
- მარტივი ტექნიკური სამუშაოების შესრულებას, როგორიცაა: POS ტერმინალის ელემენტის ამოცვლა, ქვითრის ქაღალდის შეცვლა და ა.შ.
ვის ვეძებთ?
- გაქვს საკუთარი, ტექნიკურად გამართული მოპედი ან სკუტერი;
- გაქვს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;
- ხარ კომუნიკაბელური და პასუხისმგებლობიანი.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
შემოგვიერთდი და მიიღე სტაბილური შემოსავალი შენი მოპედის გამოყენებით!
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე ან დაგვიკავშირდი: gcjobs@gc.ge, 577 71 77 37
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

