კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის კულტურული მემკვიდრეობის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 880 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის კულტურული მემკვიდრეობის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს კულტურის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისა და მმართველობის უზრუნველსაყოფად ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.
კატეგორია:
ხელოვნებათმცოდნეობა
განცხადების ბოლო ვადა:
19.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2880 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
მონაწილეობას იღებს კულტურული მემკვიდრეობის სამმართველოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში;
კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით შესაბამისი სტრატეგიის, სამოქმედო გეგმებისა/ანგარიშებისა და პროგრამების/ქვეპროგრამების, საკანონმდებლო ინიციატივებისა და მეთოდოლოგიური გზამკვლევების შემუშავებაში მონაწილეობა;
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის, დაცვისა და პოპულარიზაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;
სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებზე დარგობრივი ზედამხედველობა, პერიოდული ანგარიშების გამოთხოვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საერთაშორისო კონვენციებისა და ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, შესაბამისი ანგარიშების მომზადებასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენაში მონაწილეობა;
სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით, კულტურული მემკვიდრეობის (კულტურული ფასეულობის) საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ზედამხედველობაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმირებაში მონაწილეობა;
საზღვარგარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის და საქართველოს ზიარი კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის კოორდინაციაში მონაწილეობა.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულება“;
- საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 16 ივნისის №05/18 ბრძანებით დამტკიცებული „კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დებულება;
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონი.
- „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო ნორმატიული აქტები.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, სანაპიროს ქ.N4
საკონტაქტო ტელეფონები:
202 22 29
საკონტაქტო პირი:
ნათია აბესაძე
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - ჰუმანიტარული მეცნიერებები, ხელოვნების, ხელოვნებათმცოდნეობის, ისტორია, არქეოლოგიის, არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის კვლევების მიმართულებით/ იურიდიული/სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების ან/და საჯარო მმართველობის მიმართულებით;
სასურველი: უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა;
მუშაობის გამოცდილება სასურველია საჯარო სამსახურში კულტურული მემკვიდრეობის/კულტურულ ფასეულობათა დაცვის ან/და კულტურის სფეროში.
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგმვის უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, ღია კონკურსის გამოცხადების დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განცხადება ვებგვერდზე: http://www.vacancy.hr.gov.ge.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა კანდიდატმა განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე);
- შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
- სამოტივაციო წერილი;
- რეკომენდატორ(ებ)ი;
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირი მოხელედ არ მიიღება, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის;
ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;
გ) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იგი თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, ამავე კონკურსის ფარგლებში დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ღია კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობება დამატებით.
ღია კონკურსი მოიცავს შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა (კანდიდატის შეფასების ეტაპზე - გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან - გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას).
- კანდიდატის შეფასება მოიცავს გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებისას კომისიის მიერ შეფასდება ამავე დანართით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების ცოდნის დონე, პროფესიული ცოდნა, მიზნები, ხედვები, მოტივაცია, სამინისტროს სტრუქტურისა და საქმიანობის ცოდნა. გასაუბრების მსვლელობისას კანდიდატს მიეცემა ზეპირი დავალება. შეფასებისას თითოეულ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოვლინდება კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.
- კონკურსის შედეგების გამოცხადება (საკონკურსო კომისია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას).
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
