Colchis Camp
მომსახურებაკულტურულ-შემეცნებითი ტურების გიდი
გამოქვეყნდა 19 ოქტბოლო ვადა: 19 ნოე
- მისამართი
- ქუთაისი და დასავლეთ საქართველო
სრული აღწერა
კომპანია "Colchis Camp" აცხადებს ვაკანსიას კულტურულ-შემეცნებითი ტურების გიდის პოზიციაზე.
ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მაღალი ხარისხის, საინტერესო ტურების ჩატარებაზე, სადაც მთავარი აქცენტი კულტურულ, ისტორიულ და სალაშქრო-სათავგადასავლო ელემენტებზე კეთდება.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქუთაისი და დასავლეთ საქართველო;
- კონკურენტული ანაზღაურება, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით;
- პროფესიული განვითარებისა და ტურიზმის სფეროში გამოცდილების მიღების შესაძლებლობა;
- სამუშაოს დინამიკური გარემო და საინტერესო მარშრუტებზე მუშაობა.
ძირითადი მოვალეობები:
- ტურისტული ჯგუფების გაძღოლა და მარშრუტის უსაფრთხო მართვა;
- ვიზიტორებისთვის რეგიონის კულტურული, ისტორიული და ეთნოგრაფიული თავისებურებების საინტერესოდ გაცნობა;
- Leave No Trace (ნუ დატოვებ კვალს) პრინციპების მკაცრი დაცვა და ეკო-მეგობრული მიდგომის უზრუნველყოფა;
- ჯგუფის წევრებთან პოზიტიური, უსაფრთხო და მეგობრული გარემოს შექმნა.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად და პირდაპირ აისახება ანაზღაურებაზე);
- კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სტრესულ სიტუაციებში ორიენტაციის უნარი;
- პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საბაზისო ცოდნა;
- გიდობის გამოცდილება კულტურულ ტურებში ჩაითვლება უპირატესობად.
უპირატესობად ჩაითვლება:
- გიდად მუშაობის გამოცდილება, განსაკუთრებით კულტურულ-შემეცნებით ან სათავგადასავლო ტურებში;
- დამატებითი უცხო ენების ცოდნა;
- პირველადი სამედიცინო დახმარების კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ეთნოგრაფიის ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: colchiscamp@gmail.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
