ქცევის თერაპევტი
გამოქვეყნდა 7 ნოებოლო ვადა: 6 დეკ
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- მოქნილი
სრული აღწერა
პროსპეროს კლინიკა - შპს "ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, რე/აბილიტაციის ცენტრი - პროსპერო" აცხადებს ვაკანსიას ქცევის თერაპევტის თანამდებობაზე თბილისში.
სამუშაო პირობები:
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ზურაბ ანჯაფარიძის 1 შესახვევი N4 (მეტრო-სადგურ "უნივერსიტეტის" უკან);
- სამუშაო გრაფიკი: მოქნილი.
ძირითადი მოვალეობები:
- ბავშვის/მოზარდის განვითარების დონისა და ქცევის შეფასების პროცესში მონაწილეობა (სუპერვიზორის ხელმძღვანელობით);
- სუპერვიზიის ქვეშ განვითარების და ქცევის კორექციის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად ქცევითი თერაპიის სეანსების ჩატარება;
- შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა ორგანიზაციაში დადგენილი წესის შესაბამისად და სპეციალური ფორმებით;
- სამუშაო გარემოს და რესურსების ორგანიზება;
- ბენეფიციარების მშობლებთან უკუკავშირის წარმოება;
- სპეციალობაში უწყვეტი განათლების პროცესში მონაწილეობა (ცენტრის მიერ ორგანიზებულ სუპერვიზიის შეხვედრებში, ვებინარებში, პრაქტიკუმებში სხვ მონაწილეობა).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში ან მომიჯნავე სპეციალობებში (სოციალური მუშაკი, ექიმი, პედაგოგი სხვ), განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
- სერტიფიკატის ფლობა ქცევის გამოყენებითი ანალიზის სფეროში (საბაზისო 40 საათიანი პროფესიული გადამზადების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი). ასეთი სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში განიხილება შერჩეული კანდიდატების შიდა გადამზადება ცენტრის მიერ ორგანიზებულ ქცევის საერთაშორისო თერაპევტის (IBT) სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში (კურსი ქცევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBAO) მიერ არის აღიარებული, ინფორმაცია იხილეთ www.theibao.com) — ბმულის გახსნა;
- უპირატესობა მიენიჭება მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილების მქონე კადრს;
- სასურველია ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ A2-B1 დონეზე.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- სოციალური უნარები (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა, პუნქტუალობა და დროის სწორი მართვა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაციის და პრეზენტაციის კარგი უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- კრიტიკული აზროვნების და წერის კარგი უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 6 დეკემბერი, 2026 წელი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: jobsprospero@gmail.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
