ქსელის განვითარების მენეჯერი - ლურჯი ჯვარი
სრული აღწერა
სს „გეფა“ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. სს „გეფა“ ჯორჯია კაპიტალის (GCAP), ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში. "გეფას”ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: GPC, Pharmadepot, The Body Shop და Afflelou Paris.
"გეფა", როგორც დამსაქმებელი, რომელიც აერთიანებს 5000-მდე თანამშრომელს, თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის შექმნაზე, სადაც თითოეული ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს.
კომპანიაში შემავალი ერთ-ერთი უმსხვილესი ბრენდისა და სააფთიაქო ქსელი “ფარმადეპოს” გუნდში ვეძებთ გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ და ძლიერი მოლაპარაკებების უნარის მქონე ტალანტს “ლურჯი ჯვრის ქსელის განვითარების მენეჯერის“ პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კერძო აფთიაქებთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაზე, მათი ბიზნეს პოტენციალის შეფასებასა და ქსელის გაფართოებაზე.
რას გთავაზობთ?
- კარიერული ზრდისა და პროფესიული გამოცდილების გაძლიერებას - კომპანია მასშტაბურია, გამოწვევები ბევრი, შესაბამისად, განვითარების შანსიც რეალურია.
- შესაძლებლობას, რომ საკუთარი იდეები რეალობად აქციო - ჩვენთან შენს იდეებს ყოველთვის მოუსმენენ;
- მეგობრულ გუნდს - აქ დაგხვდებიან ადამიანები, რომლებიც შედეგზე არიან ორიენტირებულები და, ასევე, ერთმანეთის მხარდაჭერა არასდროს ავიწყდებათ;
- ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკს - ვიცით, რომ სხვა ადგილიდან მუშაობა პროდუქტიულობისთვის მნიშვნელოვანია;
- ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს - ზრუნვა უპირველეს ყოვლისა.
რას გააკეთებ ჩვენს გუნდთან ერთად?
- კერძო აფთიაქების ბაზრის კვლევასა და პოტენციური პარტნიორების იდენტიფიცირებას;
- აფთიაქების კომერციული და ოპერაციული მდგომარეობის შესწავლა/ანალიზს;
- მოლაპარაკებების წარმოებას კერძო აფთიაქების მფლობელებთან;
- სხვადასხვა ტპის პარტნიორობის შეთავაზებების მომზადებას;
- კომპანიის ქსელის გაფართოების შესაძლებლობების მოძიებასა და განვითარებას;
- პარტნიორული ურთიერთობების მართვასა და გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფას;
- კონკურენტული ბაზრისა და ინდუსტრიის ტენდენციების მუდმივ მონიტორინგს;
- შეხვედრების, პრეზენტაციებისა და კომერციული შეთავაზებების ორგანიზებას;
- მენეჯმენტისთვის რეგულარული ანგარიშების მომზადებას.
ვეძებთ ტალანტს:
- B2B მოლაპარაკებების, გაყიდვების ან/და საპარტნიორო ქსელის განვითარების მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილებით;
- მნიშვნელოვანია და გაგვიხარდება გამოცდილება ფარმაციის, საცალო ვაჭრობის, FMCG ან/და დაკავშირებულ ინდუსტრიებში;
- უმაღლესი განათლებით, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/მენეჯმენტის მიმართულებით;
- ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და გაყიდვების ძლიერი უნარებით;
- კომერციული ანალიზისა და ბიზნესის შეფასების უნარებით;
- მაღალი სამუშაო ეთიკითა და პასუხისმგებლობის გრძნობით;
- გუნდურად მოაზროვნეს;
- პროაქტიულს;
- დროის ეფექტურად მართვისა და ვადების დაცვის უნარებით;
- ორგანიზებულსა და შედეგზე ორიენტირებულს.
თუ გრძნობ, რომ ეს საქმე შენია, შემოგვიერთდი და განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად 🚀💚
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"გეფა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ლურჯი ჯვრის ქსელის განვითარების მენეჯერი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

