ქსელის ადმინისტრატორი
გამოქვეყნდა 31 ოქტბოლო ვადა: 30 ნოე
- ანაზღაურება
- 1 200–1 500 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევას · Fitpass
სრული აღწერა
ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია "Georgian AirLink" აცხადებს ვაკანსიას ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ქსელური ინფრასტრუქტურის (LAN/WAN) მართვა და მონიტორინგი;
- ქსელური მოწყობილობების (როუტერები, სვიჩები და სხვა) კონფიგურაცია;
- ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და სწრაფი აღმოფხვრა;
- ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- სარეზერვო ასლების (backup) შექმნა და აღდგენა;
- ინსტალატორებისა და ტექნიკური გუნდის მხარდაჭერა;
- ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ქსელური ტექნოლოგიების ცოდნა (TCP/IP, DHCP, DNS და სხვ.);
- ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
- ოპერაციული სისტემების ცოდნა (Windows/Linux);
- ტექნიკური პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ცვლებში მუშაობა - დღის ცვლების გარდა, დასაქმებულმა თვის მანძილზე 4-ჯერ უნდა იმუშაოს ღამის ცვლაში, 22:00-დან 10:00-მდე;
- სტაჟირების პერიოდი: (ანაზღაურებადი);
- ანაზღაურება: 1200-1500 ლარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: vacancy@airlink.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
