ქსელის ადმინისტრატორი
გამოქვეყნდა 13 ოქტბოლო ვადა: 11 ნოე
- ქალაქი
- ზუგდიდი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- დისტანციური
სრული აღწერა
სს მისო „ლაზიკა კაპიტალი“ აცხადებს ვაკანსიას ქსელის ადმინისტრატორის თანამდებობაზე ქ.ზუგდიდში.
მოვალეობები
- LAN/WAN ინფრასტრუქტურის სრული მართვა, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია.
- ქსელის კონფიგურაციის მართვა (Switch, Router, Wireless Access Points).
- Routing, Switching, VLAN, DHCP, DNS და VPN გადაწყვეტილებების განხორციელება.
- ქსელური მოწყობილობების გაშვება, კონფიგურაცია და რეგულარული განახლება.
- 18 ფილიალის დისტანციური მართვა და სათაო ფილიალთან უწყვეტი კავშირის უზრუნველყოფა.
- დამატებითი თანამშრომლების დისტანციური წვდომის უზრუნველყოფა, კონტროლი და მართვა.
- BCP (Business Continuity Plan) გეგმის შემუშავება და უზრუნველყოფა ქსელის მიმართულებით, გეგმის აღსრულება კრიზისული სიტუაციების დროს.
უსაფრთხოება, პოლიტიკა და წვდომის მართვა
- ქსელური უსაფრთხოების პოლიტიკების შემუშავება, დოკუმენტაცია და მონიტორინგი.
- Firewall, IDS/IPS, Network Access Control და სხვა უსაფრთხოების სისტემების კონფიგურაცია.
- ქსელზე წვდომის მართვა როლების მიხედვით (RBAC, least privilege), წვდომის უფლებების დაშვების, აღრიცხვის პროცესების ორგანიზება, სანქცირებულ პირებზე დისტანციური წვდომის კონტროლი.
- აუდიტის და სისტემური კონტროლის პროცედურებში აქტიური მონაწილეობა, ქსელის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
მონიტორინგი და ოპტიმიზაცია
- ქსელის სერვისების მონიტორინგი (bandwidth, latency, packet loss) და პრობლემების სწრაფი დიაგნოსტირება.
- ქსელური რესურსების ოპტიმიზაცია მაღალი სერვისის უზრუნველყოფისთვის.
- ახალი ტექნოლოგიებისა და გადაწყვეტილებების დანერგვის მხარდაჭერა.
გუნდთან თანამშრომლობა
- IT და დეველოპმენტის გუნდთან თანამშრომლობა ქსელური ინტეგრაციის საკითხებში.
- ქსელის ინვენტარიზაციის, დოკუმენტაციის და ცვლილებების წარმოება.
- ტექნიკური გადაწყვეტილებების განხილვა გუნდთან დისტანციურად.
დისტანციური სამუშაო გარემო
- სრული დისტანციური შესრულება VPN/Remote Access ტექნოლოგიების გამოყენებით.
- პერიოდული ვიდეო/ზარების საშუალებით გუნდთან კომუნიკაცია და სტრატეგიული საკითხების განახლება.
მიზნობრივი მოთხოვნები:
- ქსელურ ინფრასტრუქტურაში მინიმუმ 2-3 წლის პრაქტიკული გამოცდილება (Cisco, MikroTik, Juniper ან მსგავსი).
- TCP/IP, VLAN, DHCP, DNS, VPN, Routing/Switching საფუძვლების ღრმა ცოდნა.
- ქსელური მონიტორინგის და უსაფრთხოების ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება.
- პრობლემების სწრაფი ანალიზისა და გამოსწორების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- სამუშაო სახლიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- 2-დან 3 წლამდე
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

