კრედიტ ოფიცერი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- ოზურგეთი, ანტონ წულაძის ქ. N 7
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
სრული აღწერა
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ოზურგეთში კრედიტ ოფიცერის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანია კომპანიის საკრედიტო და განვადების პროცესებში კლიენტის შემოსავლის სისწორისა და ბიზნეს საქმიანობის რეალურობის დადასტურება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სესხის გაცემის უსაფრთხოება და რისკების მინიმიზაცია. პოზიცია მოიცავს ფიზიკური ვიზიტების განხორციელებას წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე და ვიზუალური მტკიცებულებების (ფოტო, რეგისტრაციის მონაცემები) შეგროვებას.
ძირითადი მოვალეობები:
კლიენტების ბიზნეს მისამართზე/ადგილზე ვიზიტის განხორციელება და მათი შემოსავლების ფაქტობრივი დადასტურება;
ახალი სესხის ან განვადების განაცხადების შემოსავლის გადამოწმება;
რეგისტრაციის გარეშე მყოფი მომხმარებლების შემთხვევაში რეგისტრაციის განხორციელება;
ბიზნეს საქმიანობის დასურათება ვიზიტის დროს;
კლიენტის შემოსავლის ნამდვილობის დადასტურება.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
პასუხისმგებლიანი და დისციპლინირებული;
კომუნიკაბელური;
ფოტოს გადაღების მინიმალური ტექნიკური ცოდნა;
ავტომობილის ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
მოქნილი გრაფიკი.
სტაბილური ანაზღაურება და ბონუსი ვიზიტების მიხედვით
კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
პროფესია: კრედიტ ოფიცერი
სამუშაო ადგილი: ანტონ წულაძის ქ. N 7
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: გამოცდილების გარეშე
ენები: ქართული (თავისუფლად)
უნარები: კომუნიკაცია, დარგობრივი ცოდნის გამოყენება, კვლევა/სწავლა, კეთილსინდისიერება, გადაწყვეტილების მიღება, სტრესის მიმართ გამძლეობა, საქმიანი აზროვნება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

