კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
- ანაზღაურება
- ≈ 2 500–5 000 ₾
- მისამართი
- ქ. თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის ქ. No19
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:00-18:00; შაბათი, 09:00-15:00
- ბენეფიტები
- სტაბილურ სამუშაო გარემოს · მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს · ჯანმრთელობის დაზღვევას
სრული აღწერა
შპს "ტუმბო" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობაა წყლის, ჰაერისა და გათბობის სისტემებით, როგორც საცალო ასევე საბითუმო ვაჭრობა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის ქ. №19
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00; შაბათი, 09:00-15:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (ანაზღაურება არის დამოკიდებული კანდიდატის გამოცდილებასა და გაყიდვების უნარზე (საშუალოდ 2500-5000 ლარი))
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი).
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაოების დაგეგმვა და ანალიზი;
- ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- პოტენციურ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
- არსებულ კორპორაციულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება;
- ახალი კორპორაციული კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
- კორპორაციული კლიენტების მონიტორინგი;
- თვის ანგარიშგების მომზადება და ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია (არასავალდებულო) ბიზნესის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- სასურველია, არასავალდებულო, სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- MS Office-ის ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- სასურველია (არასავალდებულო) ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და პუნქტუალურობა;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ს;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით) და დამატებით ბონუსს;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
კომპანია "ტუმბო"-ს შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: info@tumbo.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, სიამოვნებით გაგიცნობთ!
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
