კორპორაციული განვითარების დეპტარმანეტისა და კომერციული დეპარტამენტის დირექტორი
- ანაზღაურება
- 6 000 ₾ / თვე
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- 10 წელი
- მისამართი
- საქართველო, თბილისი, სამგორის რაიონი, ვარკეთილი 3, IV კვარტალი, მიმდ. ნაკვეთი 14/428, 14/429, ვაზისუბნის III მ/რ, IIკვარტალი, კორპუსი N11-ის მიმდ
სრული აღწერა
ვაკანსია ცხადდება კორპორაციული განვითარების დეპტარმანეტისა და კომერციული დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე, თუმცა აღნიშნული პოზიცია ჩამონათვალში არ არის მოცემული:
კომპანიის კორპორაციული განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;
ახალი ბიზნესშესაძლებლობების, საერთაშორისო ბაზრებისა და სტრატეგიული პარტნიორების მოძიება;
ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება;
კომპანიის სტრატეგიული პროექტების დაგეგმვა, მართვა და შესრულების მონიტორინგი;
კომპანიის ორგანიზაციული პროცესების გაუმჯობესება და დეპარტამენტებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ბიზნესპროექტების კომერციული და ფინანსური მიზანშეწონილობის შეფასებაში მონაწილეობა;
კომპანიის ინტერესების წარმოდგენა საქმიან შეხვედრებზე, მოლაპარაკებებსა და საერთაშორისო ღონისძიებებზე;
კორპორაციული განვითარების დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზება, თანამშრომელთა მართვა და სამუშაო პროცესების კონტროლი;
კომპანიის ხელმძღვანელობისთვის განვითარების გეგმების, წინადადებებისა და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
კომპანიის შიდა პოლიტიკის, პროცედურებისა და შესაბამისი საავიაციო რეგულაციების დაცვა კომპეტენციის ფარგლებში.
საავიაციო რეგულაციებთან შესაბამისობა და რისკების მართვა
კორპორაციული განვითარების ინიციატივების დაგეგმვისას შესაბამისი საავიაციო რეგულაციების, კომპანიის სერტიფიცირების პირობებისა და საქმიანობისთვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინება.
ახალი საავიაციო პროექტებისა და ბიზნესმიმართულებების განხორციელებამდე შესაბამის საოპერაციო, უსაფრთხოების, სამართლებრივ და ფინანსურ დეპარტამენტებთან კონსულტაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა.
კორპორაციულ პროექტებთან დაკავშირებული ბიზნესრისკების იდენტიფიცირება და მათი შემცირების ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა.
კომპანიის უსაფრთხოების მართვის სისტემის (SMS), შიდა პოლიტიკისა და შესაბამისი პროცედურების დაცვა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
იმ პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, რომლებიც საჭიროებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ან სხვა შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ნებართვას, თანხმობას ან დამტკიცებას, პასუხისმგებელ დეპარტამენტებთან კოორდინაციით.
აღნიშნული პოზიციისთვის სავალდებულოა საავიაციო სფეროში მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილების ქონა
პროფესია: ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა
სამუშაო ადგილი: საქართველო, თბილისი, სამგორის რაიონი, ვარკეთილი 3, IV კვარტალი, მიმდ. ნაკვეთი 14/428, 14/429, ვაზისუბნის III მ/რ, IIკვარტალი, კორპუსი N11-ის მიმდ.
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: 6000 ₾ / თვე
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: 10 წელი
ენები: ინგლისური (თავისუფლად), ჩინური (მშობლიური)
უნარები: კომუნიკაცია, დარგობრივი ცოდნის გამოყენება, თანამშრომლობა, ანალიზი, კეთილსინდისიერება, ინოვაციურობა, სტრატეგ. და კონცეფც. ფორმულირება, შედეგზე ორიენტაცია, დაგეგმვა/ორგანიზება, ინსტრ. და პროცედურების დაცვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
