კორპორატიული საბანკო ადმინისტრატორი
- მისამართი
- სათავო ოფისი
- ბენეფიტები
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს · სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს · პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს
სრული აღწერა
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: კორპორატიული საბანკო ადმინისტრატორი(დეკრეტული შვებულების შემცვლელი)
ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
სპეციფიური პასუხისმგებლობები:
- საცალო პროდუქტების პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსის, ბიზნესის ქცევების, ბანკის კორპორატიული ღირებულებების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლეების, ცოდნა და დაცვა;
- კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის დაცვა;
- თანამშრომლის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
- ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
- კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა;
- მიმდინარე ანგარიშის გახსნა და ანგარიშების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
- კლიენტებისთვის ანაბრების გახსნა და ანაბრებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
- სესხის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
- სესხის დაფარვასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება;
- სალარო და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;
- კლიენტებისთვის პლასტიკური ბარათების განაცხადის დარეგისტრირება;
- კლიენტებზე პლასტიკური ბარათების და პინ-კოდების გაცემა;
- უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
- კლიენტთა ანგარიშებიდან ამონაწერის სხვადასხვა სახის ცნობების მომზადება და გაცემა;
- კლიენტთა ანგარიშების მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესრულება;
- მატერიალური პასუხისმგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება და მისი მიზეზით წარმოქმნილი დანაკლისების ანაზღაურება;
- დოკუმენტაციის დაარქივება და მათი კონფიდენციალობის დაცვის უზრუნვლყოფა;
- კომპანიის კორპორატიულ ელ-ფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
- კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა;
- სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ.
ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
- კლიენტთა მრჩევლის და ბანკირის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება(აუცილებელია იურიდიულ პირებთან მუშაობის გამოცდილება);
- სასურველია უმაღლესი განათლება შემდეგი მიმართულებით: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე;
- საბანკო პროგრამა CSS-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel);
- ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ძლიერი ორგანიზაციული უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- თვითმოტივირებული, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 3 ნოემბერი, 2026 წელი.
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კორპორატიული საბანკო ადმინისტრატორი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

