კორპორატიული კლიენტების მომსახურების ოპერატორი
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული კლიენტების მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
- იურიდიული პირების კონტრაქტების დებიტორული კონტროლი;
- კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება;
- კლიენტებისთვის გადახდებისა და ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- დაზღვეული იურიდიული პირების მომსახურებაში ჩართულობა;
- კლიენტის მიერ დაყენებულ მოთხოვნებზე დროული რეაგირება;
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- MS Excel-ში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია, კლიენტების მომსახურების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება (კლიენტებთან აქტიური შეხება და მათი მომსახურება);
- სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და რუსულ ენებში;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office, Internet and E-mail);
- მათემატიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: www.linkedin.com — ბმულის გახსნა
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კორპორატიული კლიენტების მომსახურების ოპერატორი თბილისში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

