კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- 5 დღიანი სამუშაო კვირა
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება
სრული აღწერა
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ონლაინ და კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები:
- ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოძიება;
- კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
- შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
- პროდუქტის პრეზენტაცია;
- გაყიდვების გაზრდა და გეგმის შესრულება;
- მოლაპარაკებების წარმოება;
- არსებულ და ახალ კლიენტებთან ურთიერთობა, შეკვეთების დამუშავება;
- გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება;
- ორიენტირება გაყიდვების და მომსახურების მუდმივ ზრდაზე, სრულყოფაზე;
- პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ზუსტი მეცნიერებების მიმართულებით;
- კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით ან B2B სექტორში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება (სამშენებლო ან სარემონტო მასალების მიმართულება ჩაითვლება დიდ უპირატესობად);
- მოლაპარაკებების წარმოების, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარები.
- საოფისე პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა და 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა;
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
- ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო);
- კვება;
- Fitpass;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@domino.com.ge ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- 2-დან 3 წლამდე
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

