კორპორატიული გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ 10:00-18:00
- მისამართი
- არაჯანმრთელობის მიმართულებით, თბილისი, ვაჟა-ფშაველას 53ა
- ბენეფიტები
- პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს · კარიერული განვითარების შესაძლებლობას · პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს
სრული აღწერა
განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.
"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!
"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტის (არაჯანმრთელობის მიმართულებით) პოზიციაზე.
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 53ა
სამუშაო ფორმატი: On-site
ჩვენ გთავაზობთ:
პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.
ძირითადი მოვალეობები:
- არაჯანმრთელობის მიმართულების ჯგუფის უფროსების ტექნიკური მხარდაჭერა პოლისების გაცემაში: შესაბამისი დოკუმენტაციის მოპოვება კლიენტისგან, საჭირო ინფორმაციის გაზიარება საოპერაციოსთვის, პოლისების დრაფტების გადამოწმება. ხელმოწერების უზრუნველყოფა და სხვა ტექნიკური საკითხები;
- არაჯანმრთელობის მიმართულებით ბაზრის კვლევა და ახალი კორპორატიული კლიენტების მოზიდვაში გაყიდვების ჯგუფის დახმარება;
- პოტენციური კლიენტებისთვის შეთავაზებებისა და პრეზენტაციების მომზადება;
- გაყიდვების ჯგუფის პორტფელის დებიტორული დავალიანებების დროულად გადახდის უზრუნველყოფა;
- ჯგუფის უფროსების პორტფელში არსებული კონტრაქტების მხარდაჭერა და გაყიდვის შემდგომი პროცესის მართვა;
- გაყიდვების ჯგუფში შემავალი კლიენტებისთვის ტექნიკური ხასიათის შემთხვევების მოგვარება/მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება გაყიდვების და/ან კლიენტების მომსახურების სფეროში;
- სასურველია საბანკო ან სადაზღვევო ბიზნესში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა.
•
აუცილებელი უნარები:
- მოლაპარაკებების წარმოება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
იმედი L აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კორპორატიული გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტი არაჯანმრთელების მიმართულებით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

