კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 29 ოქტბოლო ვადა: 29 ნოე
სრული აღწერა
ამერიკული რესტორენების ქსელი Dunkin’ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მიმოხილვა:
პოზიციის ძირითადი მიზანია Dunkin'-ის B2B არხის განვითარება, რაც გულისხმობს ოფისების, ივენთ-სივრცეების და HoReCa პარტნიორების მოზიდვასა და მართვას დონატების, ყავის მარცვლებისა და ღონისძიებებზე ბრენდის პროდუქტების რეალიზაციის მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება: B2B ბაზრის ანალიზი, პოტენციური პარტნიორების (ოფისები, HoReCa, ივენთ-სივრცეები) მოძიება და პირველადი კომუნიკაციის დამყარება;
- გაყიდვების სრული ციკლის მართვა: ლიდების გენერირება, პროდუქციის ნიმუშების მიწოდება/პრეზენტაცია, მოლაპარაკებები, კონტრაქტის გაფორმება, პირველი და განმეორებითი შეკვეთების უზრუნველყოფა;
- კლიენტთა პორტფელის მართვა: შეკვეთების სიხშირის კონტროლი, დამატებითი გაყიდვების (Up-sell/Cross-sell) განხორციელება და კლიენტების მიგრაციის პრევენცია;
- შიდა დეპარტამენტებთან კოორდინაცია: მჭიდრო თანამშრომლობა ყველა დაკავშირებულ გუნდთან (ოპერაციები, შესყიდვები, ფინანსები და სხვ.) შეუფერხებელი პროცესების, მოწოდებისა და ანგარიშსწორების უზრუნველსაყოფად;
- რეპორტინგი და ანალიტიკა: ყოველკვირეული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან და CEO-სთან.
მოთხოვნები:
- 2+ წლის გამოცდილება B2B გაყიდვების სფეროში (FMCG, HoReCa ან ქეითერინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარი;
- მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი (ჩაითვლება უპირატესობად).
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დანკინ" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

