კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
- მისამართი
- თბილისი, ავჭალა
- სამუშაო გრაფიკი
- სტანდარტული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- მთავარი მოთხოვნა
- როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ სეგმენტთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
სრული აღწერა
კომპანია "კაბინეტ თბილისი"-ის გუნდი უკვე 10 წელზე მეტია რაც საცალო და კორპორატიულ მომხმარებლებს სთავაზობს სასურველი დიზაინითა და თანამედროვე მასალებით შექმნილ ავეჯს.
გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებს გეძლევათ შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ და ენთუზიაზმით აღსავსე გუნდს - "კაბინეტ თბილისში" კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს ვეძებთ!
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ავჭალა
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: ფიქსირებული (მოლაპარაკებისა და კვალიფიკაციის საფუძველზე შეთანხმებადი), დამატებით რეალიზაციის პროცენტი.
ძირითადი მოვალეობები:
- სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, ბაზის მოძიება/შექმნა და პერიოდული განახლება;
- პოტენციურ პარტნიორ/დამკვეთ კომპანიებთან სატელეფონო კომუნიკაცია და თანამშრომლობის შეთავაზება;
- შეხვედრების დაგეგმვა და საჭიროების შემთხვევაში კორპორატიული შეთავაზებების მომზადება;
- შოურუმში მომხმარებლების დახვედრა, საჭიროებების იდენტიფიცირება, კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის პრეზენტაცია;
- შეკვეთების მიღება, დამუშავება და შეკვეთის ჩაბარებამდე სრული ციკლის მართვა, ჩაბარების შემდგომ დამკვეთის კმაყოფილების საბაზისო კვლევა;
- კომერციული წინადადებების გაგზავნა და შემდგომი კომუნიკაცია;
- დამკვეთებთან მოლაპარაკების წარმართვა და თანამშრომლობის პირობების შეთანხმებაში მონაწილეობა;
- გაყიდვების შედეგების გაუმჯობესებაზე მუდმივი მუშაობა;
- მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
- CRM სისტემაში ან შესაბამის ბაზაში პარტნიორებისა და დამკვეთების შესახებ ინფორმაციის განახლება;
- სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- კომპანიის კატალოგისა და მიმდინარე პროცესების სრულყოფილად ცოდნა;
- თვის, კვარტლისა და წლის რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ სეგმენტთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
- სასურველია ავეჯის წარმოება/რეალიზაციის ან/და ინტერიერის დიზაინის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის მინიმალური დონე - Upper Intermediate;
- სასურველია დამატებით უცხო ენების ცოდნა;
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office).
პერსონალური უნარები:
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების უნარი.
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და ინტერესები შეესაბამება გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას, გადმოგვიგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე g.qutateladze@cabinet.ge და subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
