პპ ჰაბ
გაყიდვებიკორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 27 ოქტბოლო ვადა: 25 ნოე
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- მისამართი
- ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №132
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
სრული აღწერა
შპს "პპ ჰაბი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
კომპანია ოპერირებს ავტომობილის გარე ვიზუალური ნაწილების გაყიდვების მიმართულებით და მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებაზე.
დეტალური ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №132
ფუნქცია-მოვალეობები:
- კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება;
- კომერციული შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაცია;
- გაყიდვების პროცესის სრული კოორდინაცია;
- გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგების ანალიზი;
- მომხმარებელთან გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
- კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა სასურველია;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა სასურველია;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ს;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით);
- დამატებით ბონუსურ სისტემას.
დაინტერესების შემთხვევაში:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@pp.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: „კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი“
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ინგლისური,რუსული
- ენები
- ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
