კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
- მთავარი მოთხოვნა
- გაყიდვებში სფეროში მუშაობის გამოცდილება
- ბენეფიტები
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი გაყიდვებიდან · საწვავით უზრუნველყოფა · მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით
სრული აღწერა
კომპანიის შესახებ:
კომპანია "SMG"-ი 2019 წლიდან წარმატებით ახორციელებს სპეცტექნიკის, ბლოკის ქარხნების, სათადარიგო ნაწილების, ჰიდრავლიკური მილების იმპორტსა და რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს სთავაზობს საგარანტიო გაყიდვების შემდგომ მომსახურეობას.
პოზიციის დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი (სპეცტექნიკის და მძიმე ტექნიკის მიმართულება)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვიდან
სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაოს მოკლე აღწერა:
- მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და გაფართოება;
- ახალი მომხმარებლების მოძიება;
- მომხმარებლებისთვის არსებული პროდუქციის შეთავაზება;
- გაყიდვების გეგმის შესრულება;
- გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა და მენეჯმენტისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- შეხვედრების დაგეგმვა მომხმარებლებთან, პრეზენტაციის წარდგენა;
- ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი;
- მომხმარებლების საჭიროების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილების შეთავაზება;
- შეკვეთების აღება და ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
- გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია მომხმარებლებთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია გაყიდვებში სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მართვის მოწმობის B კატეგორია;
- სასურველია საკუთარი ავტომობილი;
- კორპორატიული გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
- მოლაპარაკებების, პრეზენტაციის და კომუნიკაციის გამორჩეული უნარები;
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი გაყიდვებიდან;
- საწვავით უზრუნველყოფა;
- მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
- სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge. სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "SMG"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
