კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - არასამედიცინო
გამოქვეყნდა 9 ოქტბოლო ვადა: 25 ოქტ
- მისამართი
- თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
სრული აღწერა
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს.
თუ გინდა, გაიგო მეტი ჩვენს გუნდზე, სამუშაო გარემოსა და იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც თანამშრომლებს ვთავაზობთ, ეწვიე ბმულს: www.tbci.ge — ბმულის გახსნა
- სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
- განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;
პარასკევი 10:00-17:00 სთ;
შენი, როგორც კორპორატიული (არა-სამედიცინო) გაყიდვების მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება:
- კლიენტების ბაზების შექმნა, დამუშავება და განვითარება;
- გაყიდვების მართვა და კონტროლი;
- საოპერაციო განყოფილებასთან პოლისების შეკვეთის უზრუნველყოფა;
- პოლისებისა და ხელშეკრულებების მომზადების მონიტორინგი და კლიენტების მხრიდან დოკუმენტაციის ხელმოწერის უზრუნველყოფა;
- კლიენტთა AML პროცედურების გავლა და სრულყოფილი დოკუმენტაციის მობილიზება;
- აქტიურ პოლისებზე კლიენტისა და თიბისი დაზღვევის მხრიდან ხელმოწერის უზრუნველყოფა;
- კლიენტების ზარალთან დაკავშირებულ საკითხებში ჩართვა, პრობლემების მოგვარება;
- ყოველდღიურ რეჟიმში დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და დებიტორების ინფორმირება მიმდინარე დავალიანებების შესახებ;
- არსებული სადაზღვევო პროდუქტების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტების ხელმძღვანელობის წინაშე ინიცირება;
- შვებულების დროს გუნდის წევრების პორთფელის მართვა და მონიტორინგი.
გამოგვეხმაურე, თუ:
- გაქვს უმაღლესი განათლება;
- გაქვს საბანკო ან სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით (სასურველია);
- გაქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
- იცი ინგლისური ენა;
- იცი MS Office პროგრამები;
ვეძებთ ჩვენიანს:
- პასუხისმგებლიანს;
- ორგანიზებულს;
- ინიციატივიანს;
- განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
- საქმეზე კონცენტრირებულს;
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:
- საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
- შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
- მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
- პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
დაგახვედრებთ:
- საინტერესო საქმეს;
- მრავალფეროვნებას;
- სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;
სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - არასამედიცინო, ქალაქში - თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

