კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
- მისამართი
- გელა გოგიშვილის ქუჩა N10, თბილისი
- მთავარი მოთხოვნა
- ქართული ენის გამართულად ცოდნა
- სამუშაო გრაფიკი
- სრული · ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით · 10:00 - 19:00 მდე
სრული აღწერა
კომპანია "CLC Elevator • სი ელ სი" წარმოადგენს ლიფტების იმპორტის, მონტაჟისა და სერვისის მიმართულებით ლიდერ კომპანიას საქართველოში. "სი ელ სი" 2022-2025 წლებში დაჯილდოებულია როგორც დარგის ლიდერი კომპანია და 2023 წელს მინიჭებული აქვს ოქროს ბრენდის სტატუსი. განხორციელებული 3500-ზე მეტი პროექტის საფუძველზე "CLC" ზრდის როგორც საკუთარ გუნდს, ისე თავის საქმიანობას და ახორციელებს კავკასიის რეგიონში პირველი ლიფტების ქარხნის მშენებლობას საქართველოში!
ინოვაცია, გამოცდილება და ამბიცია - 2018 წლიდან!
კომპანია "სი ელ სი" კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ეძებს ამ სფეროში გამოცდილ კადრს.
პოზიციის აღწერა:
- ლოკაცია: გელა გოგიშვილის ქუჩა N10, თბილისი;
- სამუშაო გრაფიკი: სრული;
- სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 მდე;
- სახელფასო ანაზღაურება: ფიქსირებული შეთანხმებით + საბონუსე სისტემა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სატელეფონო გაყიდვების განხორციელება - პოტენციურ კლიენტებთან პირველი კონტაქტის დამყარება, ინტერესის გაღვივება და კომპანიის პროდუქტის/სერვისის შეთავაზება;
- პოტენციური კლიენტების ბაზის მოძიება, გაფართოება და მუდმივი განახლება სხვადასხვა არხის გამოყენებით (სოციალური ქსელები, რეკომენდაციები, ბაზრის მონიტორინგი და სხვ.);
- შეხვედრების ორგანიზება დაინტერესებულ კლიენტებთან - პრეზენტაციის ჩატარება, საჭიროებების იდენტიფიცირება და შეთავაზების მომზადება;
- პირისპირ გაყიდვების განხორციელება - მოლაპარაკებების წაყვანა, ფასის შეთანხმება და ხელშეკრულებების გაფორმების მხარდაჭერა;
- ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი - გაყიდვების ტენდენციების დაკვირვება და შესაძლებლობების გამოვლენა;
- გაყიდვების გეგმის შესრულება და ყოველდღიური აქტივობების ანგარიშგება ხელმძღვანელთან;
- მომხმარებლის უკუკავშირის მიღება და მომსახურების გაუმჯობესების პროცესში ჩართულობა;
- გუნდის მიზნებში აქტიური მონაწილეობა და თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- სავალდებულოა ქართული ენის გამართულად ცოდნა;
- MS office -ის კარგ დონეზე ცოდნა;
- უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
- გამოცდილება მონათესავე სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- არსებული ვაკანტური პოზიციისთვის შესაძლებელია უპირატესობა მიენიჭოს ქალ კანდიდატებს.
"CLC Elevator" გთავაზობთ:
- მრავლისმომცველ ტრენინგს ლიფტების სფეროს სპეციფიკის შესახებ;
- კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და გამჭვირვალე საბონუსე სისტემას;
- მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
- კომპანიის მიერ დაფინანსებულ საწვავის ხარჯს სამსახურებრივ მარშრუტებზე;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrclcelevator@gmail.com
გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "სი ელ სი" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ კომპანიაში ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
