გრინ დაზღვევა საქართველოკორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 13 ოქტბოლო ვადა: 10 ნოე
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- თბილისი, ანა კალანდაძის ქ.4
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00 – 18:00. შაბათ-კვირასა და ოფიციალურ უქმე დღეებში დასვენება
სრული აღწერა
სადაზღვევო კომპანია „გრინ დაზღვევა საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება, მოზიდვა და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება;
- კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირება;
- გაყიდვების სრულ ციკლზე მუშაობა: წინასწარი კომუნიკაციიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
- სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება კლიენტის საჭიროებებზე მორგებული ფორმით;
- მომხმარებლის დამატებითი საჭიროების დადგენა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამის განყოფილებასთან ერთად ახალ შეთავაზებებზე მუშაობა;
- კლიენტების მუდმივი ინფორმირება ახალი პროდუქტების და მიმდინარე ცვლილების შესახებ;
- გაყიდვების გეგმების შესრულება და რეპორტინგი;
- ბაზრის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვების სფეროში (სასურველია სადაზღვევო ან ფინანსურ სექტორში)
- კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება
- ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
- გაყიდვებზე ორიენტირებულობა და შედეგებზე კონცენტრირება
დამატებითი მოთხოვნები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
რას გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სწრაფად მზარდ კომპანიაში;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00. შაბათ-კვირასა და ოფიციალურ უქმე დღეებში დასვენება;
- ანაზღაურება შეთანხმებით+საბონუსე სისტემა
სს. „გრინ დაზღვევა საქართველო“
მისამართი: თბილისი, ანა კალანდაძის ქ.4
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე კომპანიის ელ-ფოსტაზე: vacancy@greenig.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ პოზიციის დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 2 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
