კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 6 ნოებოლო ვადა: 6 დეკ
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული / ჰიბრიდული
სრული აღწერა
კომპანია "3D Painter" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენი კომპანია სპეციალიზდება კრისტალის პერსონალიზებული სუვენირების, თასების, ჯილდოებისა და პრემიუმ კორპორატიული საჩუქრების დამზადებასა და მიწოდებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კორპორატიული კლიენტების (კომპანიები, ორგანიზაციები, უნივერსიტეტები, სპორტული ფედერაციები) აქტიური მოძიება და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების დამყარება;
- კრისტალის პერსონალიზებული სუვენირებისა და კორპორატიული საჩუქრების პრეზენტაცია და შეთავაზება;
- შეკვეთების მიღება, მართვა და წარმოების პროცესის კოორდინაცია კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად;
- კომერციული შეთავაზებებისა და ტენდერების დოკუმენტაციის მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება აქტიურ ან კორპორატიულ გაყიდვებში (B2B) - სასურველია;
- მაღალი კომუნიკაციის უნარი, პრეზენტაციის ჩატარებისა და მოლაპარაკებების წარმართვის კულტურა;
- ენერგიული, შედეგზე ორიენტირებული და ორგანიზებული ხასიათი.
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
- ადგილმდებარეობა: თბილისი;
- სამუშაო გრაფიკი: სრული / ჰიბრიდული;
- ანაზღაურება: ფიქსირებული ნაწილი + მაღალი პროცენტული სისტემა გაყიდვებიდან (შემოსავალი არ არის შეზღუდული და პირდაპირ არის დამოკიდებული თქვენს აქტივობაზე);
- მეგობრული და მოქნილი სამუშაო გარემო.
როგორ მიიღოთ მონაწილეობა:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr3dpainter@gmail.com
ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 571 696 696.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
