მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა
ადმინისტრაციაკოორდინატორი/რეგისტრატორი
გამოქვეყნდა 16 სექბოლო ვადა: 16 ოქტ
- ანაზღაურება
- 1 000.00 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- 09:50-დან 18:00-მდე, არასამუშაო დღეებია: შაბათი-კვირა და სხვა ოფიციალური დასვენების დღეები
- კატეგორია
- ადმინისტრაცია/მენეჯმენტი
სრული აღწერა
მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი "გამმა" აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის/რეგისტრატორის პოზიციაზე თბილისში (ისანი, პატარძეულის 55).
სამუშაო საათები: 09:50-დან 18:00-მდე, არასამუშაო დღეებია: შაბათი-კვირა და სხვა ოფიციალური დასვენების დღეები.
ანაზღაურება: 1000.00 ₾ (ხელზე ასაღები თანხა).
შესარჩევ კონკურში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი მოთხოვნები და უნარ-ჩვევებია:
- საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება;
- რუსულ და ინგლისურ ენებზე მარტივი საუბარი;
- წერითი და ვერბალური კომუნიკაციის და სოციალიზაციის კარგი უნარი;
- ორგანიზებულობა და პრობლემის გადაჭრის კარგი უნარი;
- დროის ეფექტური მართვა და ერთდროულად რამდენიმე საქმეზე ფოკუსირების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალობა.
- კოორდინატორის/რეგისტრატორის ძირითადი მოვალეობები:
- იყოს გულისხმიერი თანამშრომლებისა და სერვისის მისაღებად მოსული პირებისადმი;
- უპასუხოს ტელეფონის ზარებს და სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებებს;
- მიიღოს წერილები და გადაამისამართოს შესაბამის ადრესატთან;
- აწარმოოს მომსახურებების ყოველდღიური აღრიცხვა;
- დაგეგმოს კონსულტაციების და კვლევების განრიგი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mhc.contact.mhc@gmail.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
