Park Detailing
მარკეტინგიკონტენტ კრეატორი/მობილოგრაფი
გამოქვეყნდა 26 ოქტბოლო ვადა: 26 ნოე
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
სრული აღწერა
"The Park Detailing" ეძებს კრეატიულ, ენერგიულ და ინიციატივიან კონტენტ კრეატორს / მობილოგრაფს, რომელსაც უყვარს ავტომობილები და შეუძლია პრემიუმ ხარისხის ვიზუალური კონტენტის შექმნა!
თუ გეხერხება ვიდეოების გადაღება-მონტაჟი, ადევნებ თვალს ავტო-სამყაროსა და სოციალური ქსელების ტრენდებს, შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ძირითადი მოვალეობები ვიდეოკონტენტის შექმნა:
- იდეიდან საბოლოო მონტაჟამდე (TikTok, Instagram Reels, Facebook); სერვისების ეფექტურად წარდგენა: ავტომობილის რეცხვის, PPF/დამცავი ფირების, პოლირების, ქიმწმენდისა და სხვა სერვისების "Before / After" (მანამდე და შემდეგ) და პროცესუალური ვიდეოების გადაღება;
- კრეატიული შოოტები: ავტომობილის დეტალების, ესთეტიკური კადრებისა და დინამიური ვიდეოების (Cinematic / Aesthetic Reels) გადაღება;
- სცენარებისა და ტექსტების მომზადება: მოკლე, მიმზიდველი სცენარებისა და Caption-ების წერა;
- ვიდეოების მონტაჟი: ხმის დამუშავება, ტრენდული მუსიკის შერჩევა, სუბტიტრებისა და ეფექტების დამატება;
- ტრენდების მონიტორინგი: ავტო-დეტეილინგის სფეროში არსებული სიახლეებისა და Viral ტრენდების მორგება სტუდიის ბრენდზე;
- მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა: კონტენტ-კალენდრის დაგეგმვა და შედეგების ანალიზი.
ძირითადი მოთხოვნები:
- ავტომობილებისა და ავტო-ესთეტიკის მიმართ ინტერესი/სიყვარული;
- სმარტფონით (ან კამერით) მაღალი ხარისხის ვიდეოების გადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება;
- სამონტაჟო პროგრამების/აპლიკაციების ცოდნა: CapCut, Adobe Premiere, VN, Lightroom ან სხვა;
- კადრის კომპოზიციის, განათებისა და რაკურსების სწორი შეგრძნება;
- სოციალური ქსელების ცოდნა: TikTok, Instagram და Facebook რილსების/ვიდეოფორმატების სპეციფიკის ფლობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის, იდეების მოფიქრებისა და სისრულეში მოყვანის უნარი;
- გამართული ქართული მეტყველება და წერა.
რას გთავაზობთ:
- საინტერესო და დინამიურ სამუშაო გარემოს პრემიუმ კლასის ავტომობილებთან;
- პროფესიული და კრეატიული ზრდის შესაძლებლობას;
- ანაზღაურება შეთანხმებით, გრაფიკი 11 დან 19 საათამდე, შაბათ კვირა დასვენების დღე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV maggeo024@gmail.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
