კონტენტ კრეატორი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული, კვირაში 40 საათი
- მისამართი
- თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი N118, m2 გალერეა
სრული აღწერა
"m²" უკვე 19 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე დამსაქმებლის გვერდის ნახვა და გაიგე მეტი კომპანია "m²" -ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით "m²" -ის გუნდს!
კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შესაბამისად, კონტენტსტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- სოციალური მედიისთვის, ვებ გვერდისა და მობილური აპლიკაციისთვის საიმიჯო, გაყიდვებზე ორიენტირებული და სხვადასხვა თემატიკის კრეატიული და მიზნობრივი კონტენტის შექმნა გრაფიკულ დიზაინერთან ერთად;
- კონტენტკალენდრის დაგეგმვა და მისი შესრულების მონიტორინგი;
- ვიდეოკონტენტის იდეების შემუშავება, სცენარების წერა და გადაღების პროცესში მონაწილეობა;
- ციფრული არხების განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა ციფრული მარკეტინგის მენეჯერთან ერთად;
- მარკეტინგული კამპანიებისთვის კრეატიული იდეებისა და საკომუნიკაციო გზავნილების შემუშავება;
- სხვადასხვა ფორმატის ტექსტების მომზადება: სარეკლამო ტექსტები, პოსტები, სტატიები, ვიდეოს სცენარები და Voice Over ტექსტები;
- კომპანიის პროექტებისა და პროდუქტების შესახებ სარეკლამო და საიმიჯო ტექსტების შექმნა;
- ვებგვერდის, ბროშურების, პრეზენტაციების, კატალოგებისა და სხვა მარკეტინგული მასალებისთვის ტექსტების მომზადება;
- ტრენდების, სოციალური მედიის სიახლეებისა და კონკურენტების საკომუნიკაციო აქტივობების მუდმივი მონიტორინგი.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კონტენტ კრეატორის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- სოც. მედიის პლატფორმების ალგორითმების და ფუნქციონალის ცოდნა (Meta, LinkedIn, YouTube);
- გრაფიკულ დიზაინერთან მუშაობის გამოცდილება;
- ფოტო და ვიდეო გადაღების და მონტაჟის გამოცდილება (სასურველია Canva/Adobe Premiere/CapCut ან სხვა საბაზისო ვიზუალური/ვიდეო ინსტრუმენტების ცოდნა);
- ქართულად და ინგლისურად გამართულად წერის (ქოფირაითინგის) უნარი.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 30 ნოემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
სამუშაო გრაფიკი - სრული, კვირაში 40 საათი
სამუშაო ადგილი - აკაკი წერეთლის გამზირი N118, m² გალერეა
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოაღნიშნულ პირობებს.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
