კონტენტ კრეატორი
გამოქვეყნდა 20 ოქტბოლო ვადა: 18 ნოე
- მისამართი
- თბილისი, რუსთაველი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:30-17:30
სრული აღწერა
„ჩაჩავა“-ს კლინიკა აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე
„ჩაჩავა“-ს კლინიკა მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც მრავალრიცხვოვან პაციენტებს ევროპული სტანდარტის შესაბამის, ყველა ტიპის სამედიცინო სერვისს სთავაზობს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთაველი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30
ვეძებთ აქტიურ და იდეებით სავსე კონტენტ კრეატორს, რომელიც იზრუნებს კლინიკის სოციალური მედიის განვითარებაზე და საინტერესო, თანამედროვე კონტენტის შექმნაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სოციალური მედიისთვის ფოტო, ვიდეო და ტექსტური კონტენტის შექმნა;
- Instagram, Facebook, და სხვა პლატფორმებისთვის კონტენტის დაგეგმვა და მომზადება;
- Reels, Stories და მოკლე ვიდეოების გადაღება და მონტაჟი;
- ექიმების, კლინიკის სერვისებისა და პაციენტებისთვის საინტერესო თემების კრეატიულად წარმოჩენა;
- სოციალური მედიისთვის ახალი იდეებისა და კონტენტ-რუბრიკების შეთავაზება;
- კონტენტ-გეგმის შედგენა და მისი განხორციელება;
- გადაღებების ორგანიზება კლინიკაში;
- გამოქვეყნებული კონტენტის შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების გზების შეთავაზება.
ჩვენი მოლოდინი:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სოციალური მედიის პლატფორმების კარგი ცოდნა;
- ვიდეოს გადაღებისა და მონტაჟის უნარი;
- CapCut-ის, Canva-ს ან მსგავსი პროგრამების ცოდნა;
- კრეატიული აზროვნება და ახალი იდეების გენერირების უნარი;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლიანობა და ორგანიზებულობა;
- სამედიცინო თემებისადმი ინტერესისა და ინფორმაციის მარტივად, საინტერესო ფორმით გადმოცემის უნარი ჩაითვლება უპირატესობად.
პორტფოლიოს არსებობა აუცილებელია.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და
თქვენი განაცხადი გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@chachava.ge და მიუთითეთ თქვენთვის მისაღები მოსალოდნელი ანაზღაურება.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
