კონტენტ კრეატორი
- მისამართი
- თბილისი, ვაჟა-ფშაველას 53ა
- ბენეფიტები
- პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს · კარიერული განვითარების შესაძლებლობას · პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს
- მთავარი მოთხოვნა
- ვიდეო მონტაჟის საბაზისო დონეზე ცოდნა (ძირითადად რილსებისთვის)
სრული აღწერა
განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.
"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!
"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 53ა
ჩვენ გთავაზობთ:
პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.
ძირითადი მოვალეობები:
- ციფრული არხების ტენდენციების კვლევა, ბრენდის სტილთან შედარება და თვიური/კვირეული კონტენტ-კალენდრის დაგეგმვა;
- მარკეტინგის თიმთან ერთად მიზნობრივი აუდიტორიის შესაბამისი კონტენტის სტრატეგიის ჩამოყალიბება და განხორციელება (ტექსტები, სურათები, ვიდეოები);
- საკომუნიკაციო მასალების დაგეგმვა და გასაშვებად მომზადება, მათ შორის ვიდეოებისა და მოკლე ფორმატის (Reels/TikTok/Shorts) კონტენტის;
- ფოტო/ვიდეო მასალისა და პოსტერების დიზაინის შექმნაში მონაწილეობა, შესაბამისი დეტალური ბრიფების მომზადება დიზაინერისთვის;
- მარკეტინგის თიმთან ერთად ახალი კონტენტ-იდეების გენერირება და სფეროში აქტუალური ტენდენციების ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება;
- გაშვებული კონტენტისა და კამპანიების მაჩვენებლების (ნახვები, მოწონებები, გაზიარებები, კომენტარები, ჩართულობა) ანალიზი და თვიური ანგარიშების მომზადება;
- ბრენდის ტონის (Tone of Voice), სტანდარტებისა და ვიზუალური სტილის დაცვა ყველა შექმნილ მასალაში.
- შიდა საკომუნიკაციო არხებისთვის ვიდეო, ვიზუალური მასალის შექმნა და განთავსება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია, მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- გამოცდილება Canva-ში მუშაობის;
- აუცილებელია ვიდეო მონტაჟის საბაზისო დონეზე ცოდნა (ძირითადად რილსებისთვის);
აუცილებელი უნარები:
- შემოქმედებითობა;
- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის მენეჯმენტი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე/(CV)
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კონტენტ კრეატორი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

