კაპიტალ სქვერი
მარკეტინგიკონტენტ კრეატორი
გამოქვეყნდა 9 ოქტბოლო ვადა: 22 ოქტ
- მისამართი
- თბილისი; სპორტის სასახლის უკან
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00-19:30
სრული აღწერა
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "Capital Square" ეძებს კონტენტ კრეატორს, რომელსაც ესმის სოციალური ქსელების (FB, IG, TikTok, Linkedin) სპეციფიკა. იცის, როგორი კონტენტი სად და როგორ მუშაობს.
სამუშაო ადგილი: თბილისი; სპორტის სასახლის უკან.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:30
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის სოციალური მედიის არხებისთვის (Facebook, Instagram, TikTok, Linkedin) კონტენტის იდეების შემუშავება და განხორციელება;
- ფოტო და ვიდეოკონტენტის დაგეგმვა, გადაღება და დამუშავება;
- მოკლე ვიდეოების შექმნა და მონტაჟი;
- სოციალური მედიისთვის კრეატიული და საინტერესო ტექსტების მომზადებაში მონაწილეობა;
- ყოველთვიური კონტენტკალენდრის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- სამშენებლო პროექტების, მიმდინარე სამუშაოებისა და კომპანიის სიახლეების გაშუქებაში მონაწილეობა;
- სარეკლამო კამპანიებისთვის ვიზუალური და ვიდეოკონტენტის შექმნაში მონაწილეობა;
- კონტენტის ადაპტირება სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმის სპეციფიკის შესაბამისად;
- მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდებთან თანამშრომლობა კონტენტის დაგეგმვისა და შექმნის პროცესში;
- გამოქვეყნებული კონტენტის შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კონტენტის შექმნის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- სოციალური ქსელების კონტენტფორმატებისა და სპეციფიკის ცოდნა;
- ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება;
- ვიდეომონტაჟის პროგრამების (CapCut, Adobe Premiere Pro ან სხვა) ცოდნა;
- Canva-ს ან სხვა ვიზუალური კონტენტის შექმნის პროგრამების ცოდნა;
- სოციალური მედიისთვის საინტერესო და ეფექტური ტექსტების წერის უნარი;
- კრეატიული აზროვნება და ახალი იდეების დამოუკიდებლად გენერირების უნარი;
- გამართული ქართული მეტყველება და წერა;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
- უძრავი ქონების, არქიტექტურის ან დეველოპერულ სექტორში კონტენტის შექმნის გამოცდილება;
- პროფესიონალური კამერითა და ვიდეოგადაღების ტექნიკით მუშაობის გამოცდილება;
- ვიდეოსცენარების შექმნისა და Storytelling-ის პრინციპების ცოდნა.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 22 ოქტომბრამდე: Info@capitalsquare.ge
ანაზღაურება: მოლაპარაკების საგანია — გამოცდილების მიხედვით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
