კონტაქტ ცენტრის ოპერატორი
- მისამართი
- ჩუღურეთი, აღმაშენებლის გამზირი, 61. ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"
სრული აღწერა
საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა „ინტელიექსპრესი“ გიწვევს გუნდში!
გვჯერა, რომ ძლიერი გუნდი ადამიანებით იქმნება - ადამიანებით, რომლებსაც აქვთ განვითარების სურვილი, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და საერთო წარმატებაში წვლილის შეტანის მოტივაცია. ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ადამიანები ქმნიან იმ გარემოს, რომელიც წინსვლისა და ახალი შესაძლებლობების საფუძველია.
ამჟამად ვეძებთ კონტაქტ ცენტრის ოპერატორს თბილისში, რომელსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება, პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს და სურს პროფესიულ გარემოში მუშაობა.
მისამართი: ჩუღურეთი, აღმაშენებლის გამზირი, 61. ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, ცვლების პრინციპი (09:00-16:00/16:00-23:00)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა საჩუქრად / განვითარების პერსპექტივა
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაო აღწერილობა:
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია, ზარების მიღება, საკითხების იდენტიფიცირება და მოგვარება;
- მომხმარებლის სრულყოფილი და კომპეტენტური ინფორმირება ორგანიზაციაში არსებული პროდუქტების, სერვისებისა და
სიახლეების შესახებ;
მოთხოვნები:
- გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
თუ გაქვს შესაბამისი გამოცდილება და მზად ხარ ახალი პროფესიული შესაძლებლობისთვის, გამოგვიგზავნე CV და შემოგვიერთდი „ინტელიექსპრესში“.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ინტელექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კონტაქტ ცენტრის ოპერატორი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

