Burusports
გაყიდვებიკონსულტანტი
გამოქვეყნდა 23 ოქტბოლო ვადა: 23 ნოე
- ანაზღაურება
- 1 700+ ₾
- სამუშაო გრაფიკი
- 11:00 - 20:00 საათამდე; კვირაში 1 დღე დასვენება:
სრული აღწერა
სპორტული მაღაზია "ბურუსპორტსი" (Burusports) ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ გუნდის წევრს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლებისთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შერჩევაში დახმარება; სათხილამურო აღჭურვილობის, ტანსაცმლისა და აქსესუარების მახასიათებლებისა და პირობების დეტალურად გაცნობა/ახსნა; მომხმარებელთან პოზიტიური და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება; მაღაზიაში პროდუქციის მოწესრიგებულად წარმოდგენის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
ზამთრის სპორტისა და სათხილამურო აღჭურვილობის საბაზისო ცოდნა ან ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა.
სამუშაო გრაფიკი: 11:00 - 20:00 საათამდე; კვირაში 1 დღე დასვენება:
ანაზღაურება : 1700 ლარი + ბონუსი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: tika.shanidze@hotmail.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
