კონსულტანტი
გამოქვეყნდა 4 ნოებოლო ვადა: 4 დეკ
- ანაზღაურება
- 1 500–1 800 ₾
- მისამართი
- თბილისი, ლილო, კახეთის გზატკეცილი 117ა
- სამუშაო გრაფიკი
- სრული სამუშაო განაკვეთი
- გამოცდილება
- აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს · კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს · მეგობრულ, პროფესიონალ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს
სრული აღწერა
კომპანია "დამი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისის ფილიალში.
ჩვენი სამშენებლო მასალების კომპანია წლებია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის, მოთხოვნად პროდუქციას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილო, კახეთის გზატკეცილი 117ა
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი
გამოცდილება: აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
ანაზღაურება: 1500-1800 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტთა მომსახურება კომპანიის კორპორაციული სტანდარტების შესაბამისად;
- პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტული წესით;
- მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასების განლაგების სისწორის მუდმივი შემოწმება;
- გაყიდული ნივთის ადგილზე შემოწმება და მომხმარებლისთვის სწორად გაცემა;
- აქტიური მონაწილეობის მიღება საწყობისა და დარბაზის ინვენტარიზაციის პროცესში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგულება;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მომხმარებელთან თავაზიანი დიალოგის წარმართვის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგების მხარდაჭერა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ, პროფესიონალ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ltd.dami@gmail.com ან ტელ: 596 400004
შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
