Fashion House Tbilisiკონსულტანტი
გამოქვეყნდა 26 ოქტბოლო ვადა: 24 ნოე
- ანაზღაურება
- 1 500+ ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
სრული აღწერა
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პრემიუმ ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია Fashion House Tbilisi აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა, ქ. თბილისი.
კატეგორია: გაყიდვები.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1500 + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მომსახურების გაწევა;
- მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც პროდუქციის შესახებ, ასევე არსებულ აქციებთან დაკავშირებით;
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით გაფორმება ბრენდების მიხედვით მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
- პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა;
- პროდუქციის მაღაზიაში გასაყიდად მომზადება;
- პროდუქციის გაყიდვის გატარება და სალაროზე თანხის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზანოთ CV ელ-ფოსტაზე: info@fhtbilisi.com
კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. თქვენს მიერ რეზიუმეს გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1500 (+ ბონუსი)
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება
- ენები
- ინგლისური,რუსული
- ენები
- ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
