კონსულტანტი
- ანაზღაურება
- 1 000 ₾ / თვე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სამუშაო ცვლაში
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
- სამუშაო გრაფიკი
- 7.5 საათიანი განაკვეთი ცვლებში, (კვირაში 6 დღე - 40 საათი, 1 სთ შესვენება)
- ბენეფიტები
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს · ანაზღაურებად სტაჟირებას · კარიერული ზრდის შესაძლებლობას
სრული აღწერა
ევროპროდუქტი 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წამყვანი ევროპული ბრენდების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. კომპანიის პორტფოლიოში წარმოდგენილია 150-მდე ექსკლუზიური საერთაშორისო ბრენდი, მათ შორის: Valio, Frico, Elpozo, Ritter Sport, Bottega, Dardanel, Beretta, Zucchi, Granarolo, Piccini და სხვა. ევროპროდუქტი წარმოდგენილია 42 ბრენდული მარკეტით თბილისსა და რეგიონებში.
შპს „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას ხაზის კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: 7.5 საათიანი განაკვეთი ცვლებში, (კვირაში 6 დღე - 40 საათი, 1 სთ შესვენება);
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი + სტაჟი;
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- ანაზღაურებად სტაჟირებას;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- დასვენების დღის არჩევის შესაძლებლობას;
- ტრანსპორტირებას გარკვეულ ფილიალებში.
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი საჭიროებების შესაბამისად კონსულტაციის გაწევა;
- ხაზის პროდუქციის — ძეხვი, კარაქი, ყველისა და სხვა შესაბამისი პროდუქციის მომხმარებლისთვის დაჭრა, აწონვა, შეთავაზება;
- პროდუქციის დახლ-მაცივრებში შესაბამისი წესების დაცვით განთავსება;
- პროდუქციის ვადების მუდმივი კონტროლი;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ საქმესთან დაკავშირებული სხვა სამუშაო დავალებების შესრულება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@europroduct.ge;
გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა “ხაზის კონსულტანტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება;
ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „ევროპროდუქტი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს;
„ევროპროდუქტი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- გამყიდველი, მოლარე, კონსულტანტი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

