კონსულტანტი
- ქალაქი
- ქუთაისი
- ბენეფიტები
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას · ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს · თანამშრომლის ფასდაკლებას
სრული აღწერა
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, ქუთაისში .
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლის ფასდაკლებას;
- კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
ფუნქცია- მოვალეობები:
· მომხმარებლის მოთხოვნების გაგება, პროდუქციის შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
· მომხმარებლისგან შეკვეთის მიღება და პროდუქციის მიწოდების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
· გაყიდვების და შეკვეთების პროგრამაში შეტანა;
· გაყიდვების ხელშეწყობა, პროდუქციის განთავსება თვალსაჩინო ადგილას;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
· სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
· ორგანიზებულობა;
· კომუნიკაბელურობა;
· დროის ეფექტურად მართვის უნარი;
გისურვებთ წარმატებებს!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"გორგია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კონსულტანტი, ქალაქში - ქუთაისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

