Hean Cosmetics Georgia
გაყიდვებიკონსულტანტი
გამოქვეყნდა 16 სექბოლო ვადა: 16 ოქტ
- ანაზღაურება
- 800+ ₾
- მისამართი
- თბილისი, დიღმის გუდვილი
- სამუშაო გრაფიკი
- თვეში 15 სამუშაო დღე
სრული აღწერა
"HEAN Georgia" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
"HEAN" - არის პოლონური კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც 40 წელზე მეტია ქმნის ხარისხიან და თანამედროვე დეკორატიულ კოსმეტიკას. პროდუქციის 95% -ზე მეტი რეცეპტურა შექმნილია ბრენდის მიერ, ხოლო 65% ვეგანური ფორმულებით იწარმოება.
"HEAN"-ის პირველი კონცეპტუალური სტენდი დიდი დიღმის გუდვილში გაიხსნა, ეს არის სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია ადგილზე დატესტოს ბრენდის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
- კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
- ჯანსაღი სამუშაო გარემო
- მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება - 800 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან
- სამუშაო გრაფიკი - თვეში 15 სამუშაო დღე
- სამუშაო ადგილი - თბილისი, დიღმის გუდვილი
ფუნქციები და მოვალეობები:
- მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
- სარეალიზაციო სტენდის მოწესრიგება;
- პროდუქციის გაყიდვა;
- მარაგის აღრიცხვა და პერიოდული კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- დეკორატიული კოსმეტიკის ცოდნა და სიყვარული არის მთავარი მოთხოვნა
- ანალოგიურ პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა.
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: heancosmeticsgeo@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ - "გაყიდვების კონსულტანტი HEAN".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
