კონსულტანტი - ავტო ინვესტი
- ქალაქი
- ქუთაისი
სრული აღწერა
"გორგიას" შვილობილი კომპანია "ავტო ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, ქუთაისი ფილიალში;
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლების კონსულტაცია;
- პროდუქციის თაროებზე განთავსება;
- ფასმაჩვენებლების ცვლილება საჭიროების შემთხვევაში;
- გაყიდვების პროცესში მომხმარებლის დახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა;
- სრული ზოგადი განათლება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაციის უნარები და გუნდში მუშაობის სურვილი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
გისურვებთ წარმატებებს!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"გორგია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კონსულტანტი (ავტო ინვესტი, ქუთაისი), ქალაქში - ქუთაისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

