კონსულტანტი
- ანაზღაურება
- 1 300 ₾
- მისამართი
- ქ.თბილისი
სრული აღწერა
კომპანია "ბეკო" საქართველოს ბაზარზე წლებია ფუნქციონირებს, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 98 სავაჭრო წერტილს აერთიანებს.
კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე, ინოვაციური ტექნიკა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია -ცვლილება უკეთესობისკენ!
კომპანია "ბეკო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ტექნიკის მაღაზიაში;
ანაზღაურება: 1300 ლარი ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე და ორი დღე დასვენება)
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
- პროფესიული და/ან უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით;
- გამოცდილება გაყიდვების (საყოფაცხოვრებო ტექნიკის და IT პროდუქციის) მიმართულებით ;
ძირითადი მოვალეობები:
- დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
- პროდუქციის მოწესრიგებულად განაწილება;
- პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა;
- ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა;
პიროვნული მახასიათებლები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- დისციპლინირებულობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადააგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე HR@technoshop.ge და მიუთითეთ თუ რომელი პოზიციისთვის აგზავნით თქვენს რეზიუმეს.
შერჩეული კადრები გაივლიან ინდივიდუალურ გასაუბრებას.
გაცნობებთ რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/ CV), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/ თანამშრომელთა მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის.
თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/ CV) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით.
თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@technoshop.ge
ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
