კონსულტანტი
- ანაზღაურება
- 950 ₾
- მისამართი
- თბილისი, თემქა
- გამოცდილება
- არ მოეთხოვება (შესწავლა მოხდება ადგილზე)
სრული აღწერა
კომპანია "ზღაპარი" 2006 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დღეს, ქვეყნის მასშტაბით 47 მარკეტს აერთიანებს. ჩვენ, მომხმარებელს ვთავაზობთ პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას.
ჩვენს გუნდში ვეძებთ კონსულტანტს თემქის ფილიალში (გია რომელაშვილის 17).
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: 08:00 -17:00 და 15:00-24:00 საათიანი ცვლები კვირაში ხუთი დღე
- ანაზღაურება: 950 ₾
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის ფასებზე, სახეობებზე, ვადებზე, აქციებზე და ა.შ.
- მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქტის შეძენის პროცესში.
- პროდუქციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა.
- წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება-არ მოეთხოვება (შესწავლა მოხდება ადგილზე)
- დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/
ან გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge, ასევე, გასაუბრებაზე ჩასაწერად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 22 66 40.
გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

