კონსულტანტი
- ანაზღაურება
- 1 100+ ₾
- მისამართი
- ბათუმი მოლი, გორგილაძის N88
- ბენეფიტები
- პროფესიული განვითარება · ჯანმრთელობის დაზღვევა · კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
სრული აღწერა
ATELIER OUTLET / ატელიე აუთლეტი - მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს.
კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, ვინც გემოვნებით და ყურადღებით შეურჩევს მომხმარებლებს პროდუქციას და გააცნობს სხვადასხვა ბრენდს.
ლოკაცია: ბათუმი მოლი, გორგილაძის N88
სრული განაკვეთი: სრული განაკვეთი 10:00-19:00/13:00-22:00 (2 დღე დასვენება)
12 საათიანი განაკვეთი: 10:00-22:00 და 18:00-22:00 (თვეში 15 სამუშაო დღე)
ნახევარი განაკვეთი: ნახ განაკვეთი 10:00-14:00/18:00-22:00 (2 დღე დასვენება)
ანაზღაურება:
- სრული განაკვეთი 1100 ლარი + ბონუსი
- ნახევარი განაკვეთი 550 ლარი + ბონუსი
ბენეფიტები:
- პროფესიული განვითარება
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
- დაბადების დღეზე ვაუჩერი საჩუქრად
- FITPASS
აუცილებელი მოთხოვნა:
- პუნქტუალურობა და პრეზენტაბელურობა
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, საჭიროების დადგენა...;
- პროდუქციის წესრიგის, რაოდენობების, ზომების და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
- გასახდელის მონიტორინგი;
თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო განაკვეთი.
გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
