კონსულტანტი
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე
- მისამართი
- მერანი მოლი, ქ. თბილისი, ს/ც "მერანი", რუსთაველის გამზ. 42
სრული აღწერა
21-09-2026 - 22-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
თუ მოდა შენი ინტერესის სფეროა და გინდა კარიერის დაწყება ან განვითარება თანამედროვე, მეგობრულ და მზარდ გარემოში, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
✨ რატომ Dressup?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
- 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;
- საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
- საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
- კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;
- მრავალფეროვან ბონუსებისა და მოტივაციის სისტემას.
სამუშაო პირობები
ანაზღაურება: საშუალოდ 1300-1500 ლარი თვეში, (ფიქსირებული 950 ლარი + ბონუსი).
სამუშაო გრაფიკი:
- კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე;
- 8 საათიანი ცვლა (1 საათიანი შესვენებით). ცვლები: 09:40-18:40 ან 13:00-22:00;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ს/ც "მერანი", რუსთაველის გამზ. 42.
რას გააკეთებ?
- მომხმარებლებს გაუწევ პროფესიონალურ კონსულტაციას და დაეხმარები მათ საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში;
- შექმნი სასიამოვნო, მეგობრულ და მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებულ მომსახურების გამოცდილებას;
- იზრუნებ სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგებასა და ვიზუალურ სტანდარტებზე;
- მიიღებ და განათავსებ პროდუქციას სარეალიზაციო სივრცეში;
- ითანამშრომლებ გუნდთან საერთო მიზნებისა და საუკეთესო შედეგების მისაღწევად.
თუ საკუთარ თავს აქ ხედავ, მაშინ სწორედ შენ გეძებთ...
- გაინტერესებს მოდა და სიამოვნებას განიჭებს ადამიანებთან ურთიერთობა;
- ხარ პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური და პოზიტიური;
- გიყვარს ახალი ცოდნის მიღება და მუდმივი განვითარება;
- შეგიძლია გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა;
- გსურს იმუშაო გარემოში, სადაც შენი შრომა ფასდება და კარიერული ზრდის შესაძლებლობა რეალურია.
თუ მზად ხარ გახდე Dressup Group-ის წარმატებული გუნდის ნაწილი, გამოგვიგზავნე შენი განაცხადი 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით, ჩვენ მოუთმენლად გელოდებით!
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დრესაპ ჯგუფი" 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში, სავაჭრო ცენტრში - "მერანი".
თუ გსურს მოდის სამყაროში კარიერის დაწყება ან განვითარება - გაეცანი დეტალებს, დაინტერესების შემთხვევაში გადადით ბმულზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

