კონსულტანტი
- ანაზღაურება
- 950+ ₾
- მისამართი
- ქ. თბილისი, პეკინის გამზირი 5, - მაღაზია "LÄTT LIV"
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე · 11:00-20:00 სთ, 8 საათიანი ცვლა (1 საათიანი შესვენებით)
სრული აღწერა
27-10-2026 - 27-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე მაღაზიაში - LÄTT LIV.
LÄTT LIV გთავაზობთ თანამედროვე, მარტივ და ფუნქციურ ნივთებს სახლისა და ყოველდღიური ცხოვრებისათვის, რომლებიც აერთიანებს სილამაზესა და კომფორტს.
✨ რატომ Dressup?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
- 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;
- საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
- საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
- კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;
- მრავალფეროვან ბონუსებისა და მოტივაციის სისტემას.
სამუშაო პირობები
ანაზღაურება: (ფიქსირებული 950 ლარი + ბონუსი);
სამუშაო გრაფიკი:
- კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე;
- 11:00-20:00 სთ, 8 საათიანი ცვლა (1 საათიანი შესვენებით);
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, პეკინის გამზირი 5, - მაღაზია "LÄTT LIV".
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
- მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
- სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
- პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
- პროდუქციის გაყიდვა.
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2026 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დრესაპ ჯგუფი" 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში, მაღაზიაში - LÄTT LIV.
თუ გსურს მოდის სამყაროში კარიერის დაწყება ან განვითარება - გაეცანი დეტალებს, დაინტერესების შემთხვევაში გადადით ბმულზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

