ქონებრივი რისკების და ზარალების საველე მენეჯერი
სრული აღწერა
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს შიდა ვაკანსიას ქონებრივი რისკების და ზარალების საველე მენეჯერის პოზიციაზე NLI რისკების და ზარალების მართვის სამსახურში.
პოზიციის მიზანია კომპანიაში დამტკიცებული გაიდლაინებისა და სტანდარტების გათვალისწინებით ქონებრივი ზარალების სამართლიანი შეფასების უზრუნველყოფა, მომსახურების სტანდარტის სრული დაცვით კლიენტების მომსახურება შემთხვევის ადგილზე და მათი ლოიალურობის უზრუნველყოფა.
პასუხისმგებლობები:
- ქონებრივი ზარალების შემთხვევის ადგილზე გასვლა;
- შემთხვევის ადგილზე კლიენტის დახმარება და ინფორმაციის შეგროვება;
- დაზიანებების აღწერა (მოცულობები და რაოდენობები) და წინასწარ განსაზღვრული შემთხვევის ამსახველი აქტის შედგენა;
- საჭიროების შემთხვევაში მესამე პირებთან გასაუბრება და ინფორმაციის შეგროვება;
- შემთხვევის ადგილზე შეგროვებული ინფორმაციის დროული და ჯეროვანი გადაცემა შესაბამისი მენეჯერისთვის;
- ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება დაკავებული თანამდებობის მიზნების შესაბამისად.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით);
- A, A1 ან A2 კატეგორიის მართვის მოწმობა (მინიმუმ ერთ-ერთი);
- სასურველია ზარალების რეგულირების, სამშენებლო ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: www.linkedin.com — ბმულის გახსნა
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ქონებრივი რისკების და ზარალების საველე მენეჯერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

