Tutto Beneკონდიტერის დამხმარე / ყველის მწარმოებელი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სმენური გრაფიკი – შერეული ცვლები
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- 2/2 (ორი სამუშაო დღე / ორი დასვენების დღე) · 10:00–22:00
- ბენეფიტები
- სტაბილურ სამუშაო გარემოს · მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს · ადგილზე სწავლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
სრული აღწერა
იტალიური რესტორანი Tutto Bene აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
კონდიტერის დამხმარე
ყველის მწარმოებელი (მეყველე) – იტალიური და ქართული ყველის წარმოება, მათ შორის: მოცარელა, ბურატა, სტრაჩატელა, იმერული ყველი, სულგუნი და სხვა სახეობები.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 2/2 (ორი სამუშაო დღე / ორი დასვენების დღე)
- სამუშაო საათები: 10:00–22:00
- ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები:
- შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია);
- პროდუქციის მომზადებისა და წარმოების ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა ან მათი შესწავლის სურვილი;
- რეცეპტურისა და ხარისხის სტანდარტების დაცვა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა;
- ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
- ადგილზე სწავლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ქართული და იტალიური ყველის წარმოების მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე hr@tuttobene.ge
ელფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი პოზიცია.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „Tutto Bene“-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ წარდგენილი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- სხვა, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, არასრული საშუალო განათლება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
